საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორცილებული ძალადობის გამო

1 აპრილი 2014

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: გაოგნებული ვარ  საქართველოში დემოკრატიული ლოზუნგებით მოსული ხელსუფლების მხრიდან ჩემზე განხორცილებული ძალადობის გამო, რაც გამოიხატა ჩემი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში. საქართველოს  ხელისუფლებამ უკანონოდ მოისმინა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის   სატელეფონო საუბარი და გამოაქვეყნა საჯაროდ. რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა სისხლის სამართლის საქმესთან. საქართველოს ხელისუფლებამ  დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი რაზედაც აუცილებლად მივმართავ სასამართლოს.  

 

საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გიორგი ონიანის საქმის წიანსწარი გამოძიება და სისხსლის სამართლის საქმე გადაგზავნა სასამართლოში განსახილველად. Gგიორგი ონიანის სისხლის სამართლის საქმეში დევს სატელფონო საუბრები სადაც რამდენიმე საუბარში ვფიგურირებ მე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი. საინტერესოა 2014 წლის 26 მარტის კრებსი რითაც მტკიცდება, რომ ისმინება ჩემი ტელეფონი,  რომელიც დგინდება  საუბრის შინაარსოდან, კრებსი იწყება რომ სუბრობონ ზაზა და მამაკაცი. Eე.ი გამოძიებისთვის საინტერესოა ზაზა, საუბარში ჩანს რომ ზაზა ხატიაშვილზეა საუბარი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩაანწერი, მიმოწერა საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად

ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად. ცხოვრებას და მის მიმოწერას.

დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში, გარდა ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის ან უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.~

 

სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოებს, რომ მათი ეროვნული კანონმდებლობა და შესაბამისი პრაქტიკა ეფექტიან გარანტიებს ითვალისწინებდეს ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევასთან, გამოყენებასთან, განადგურებასა და შენახვასთან ისევე როგორც ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მე-3 მხარისათვის გადაცემასთან დაკავშირებით.

 

საქმეში H Huvig v. France  , Iordachi v. Moldova  სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საფრნგეთის და მოლდოვის კანონმდებლობაში არ იყო ნათლად ჩამოყალიბებული პროცედურა, თუ როგორ უნდა შედგენილიყო ფარული თვალთვალის შედეგად მოხსნილი ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი მოკლე დასკვნა, ანუ მთლიანი ინფორმაციიდან (სატელეფონო საუბრებიდან, რომლის მოხსნაც განხორციელდა), როგორ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული ის ინფორმაცია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული ინდივიდის საქმეში.

 

ფარული მოსმენის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების პროცედურა არაჯეროვნად მიიჩნია სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Huvig v. France  , Iordachi v. Moldova, რომელშიც სასამართლომ განაცხადა, რომ მოლდოვას კანონმდებლობა, და კერძოდ კანონი ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შესახებ, არ ითვალისწინებდა რაიმე სახის პროცედურას თუ რა წესით უნდა გადარცეულიყო ფარულად მოპოვებული ინფორმაცია, რომელი უნდა შენახულიყო და რომელი არა, რა პროცედურა უნდა გამოყენებულიყო, რომ მომხდარიყო ამ ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალურობა და რა შემთხვევაში უნდა განადგურებულიყო ეს ინფორმაცია.

 

 

საქრთველოს ხელსუფლებამ ჩაიდინა კიდევ ერთი სამარცხვინო მოქმედება სამოქალაქო საზოგაოდებასთან მიმართებაში  ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარის ტელეფონის მოსმენა და მისი საჯაროდ გამოქვეყნება  მიუთითებს საქართველოში ბოლშევიკური მართვის  მეთოდების დანერგვაზე, რაც სამოქალაქო საზოგადოებამ არ უდა ვაპატიოთ არც ერთ ხელსუფლებას

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი